Thursday, December 5, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: თავისუფლება ლომთა ხვედრია.

პროექტის მთავარი იდეა: 1918-1921 წლეები - საქართველოს დამოუკიდებელობა.

პროექტოს აქტუალობა: ინფორმაციის მოძიება და  გაანალიზება.

 პროექტის მიზნები: მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას  1918 წლის  საქართველოს პოლიტიკური ვითარების და დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

მონაწილეთა ასაკი:11/12 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიგებენ 1918-1921წლეებში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და თუ როგორ დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წელს. ასევე გაიგებენ იმდროინდელი საქართველოს ხელმძღვანელების საბოლაო ნაბიჯს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო; კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა პირველი - კლასისთვის თემის გაცნობა, ვადის განსაზღვრა და ხელმძღვანელის არჩევა

აქტივობა მეორე - ინფორმაციის მოძიება  სახელმძღვანელოების და ინტერნეტის დახმარებით.

აქტივობა  მესამე - შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება ცალკეულ ჯგუფებში

აქტივობა მეოთხე - შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება  მთლიან ჯგუფში


აქტივობა მეხუთე - პროექტის პრეზენტაცია

აქტივობა მეექვსე - პროექტის შეფასება                               

 პროექტის შეფასების განზოგადებული სქემა

კრიტერიუმები
ელემენტარული
 1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი,ბუნდოვანია.
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული,იდეებს შორის არ არის ლოგიკური ჯაჭვი,რაც აბნევს მსმენელს
თანმიმდევრულობა გააზრებულია, იდეებს შორის ზოგი გადასვლა მარტივია, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა იდეიდან იდეაზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
შინაარსის კორექტულობა
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
 მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომები
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი, წყაროები არასანდოა
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები
კვლევა სწორადაა დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი ავტორიტეტული წყარო. ანალიზი სიღრმისეულია
თვალსაჩინოებები
არა არის ჯგუფის შექმნილი ან შეუსაბამოა
ჯგუფის შექმნილია, მაგრამ ერთფეროვანი
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითობა
ზოგჯერ ჩანს ორიგინალური აზრები
ჩანს ჯგუფის ოროგინალობა და თავისებური ხედვა
კავშირები საგნებთან(განსაკუთრებით ისტ)
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატური, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებულია მკაფიოდ
პრეზენტაცია
პროექტის არსი არაეფექტურადაა წარმოჩენილი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა
პროექტის არსი ბუნდოვანია, თუმცა გამოყენებულია თვალსაჩინოებები, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, ძირითადი იდეები გაშლილია, გამოყენებულია თვალსაჩინოებები და პასუხობს ყველა შეკითხვას

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია.

აზ. მეც.V-VI.5. მოსწავლეს  შეუძლია  დააკავშირს ისტორიულ ფაქტები შესაბამის  ეპოქებთან.
                 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       ასახელებს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებს;
·           ასახელებს საუკუნესა და ათასწლეულს, რომელსაც  კონკრეტული  თარიღი მიეკუთვნება;

პროექტის ხელმძღვანელი: ჯუმბერ ცირდავა;


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: cirdavajumber@gmail.com

No comments:

Post a Comment