გაკვეთილის მთავარი თემა
|
რელიგიები საქართველოში
|
საგანი/პედაგოგი
|
საქარღველოს ისტორია/ჯუმბერ ცირდავა
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
IIსაფეხური.
VI
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
6 მოსწავლე/განსაკუთრებული
საჭიროების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
ჩვენ ქვეყანაში არსებული რელიგიების ცოდნა.
|
გაკვეთლის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
·
ფაქტების საფუძველზე
ლოგიკური დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება.
·
არგუმენტირებული მსჯელობისა
და ცხრილზე მუშაობის უნარების განვითარება.
საზ.მეც.V-VI.20. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოში არსებული რელიგიები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ასაკის
შესაბამისად აცნობიერებს და მსჯელობს რელიგიის
დანიშნულებასა და ადგილზე ადამიანის ცხოვრებაში;
· რუკაზე მიუთითებს ქრისტიანობისა და სხვა მისთვის ცნობილი რელიგიების გავრცელების არეალებს თანამედროვე
საქართველოში;
· ადარებს
საქართველოს სხვადასხვა მხარეებში არსებულ რელიგიებსა და მათთან დაკავშირებულ რიტუალებს/კულტურულ
ტრადიციებს (მაგ.: ქორწილი, დაკრძალვა, ახალი
წელი) ;
· ესმის,
რომ ყველა რელიგია ჰუმანური ფასეულობების მატარებელია.
|
წინარე ცოდნა
|
ინფორმაციის მოძიება, მასალის დახარისხება, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
განმსაზღვრელი-ნიშანი და განმავითარებელი
კომენტარი
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო . რუკა . ინტერნეტი.
|
გაკვეთლის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მიმსალმება/კლასის ორგანიზება _ 2 წთ
გაკვეთილის A ფაზა
_ გამოწვევა
აქტივობა 1 _ გონებრივი იერიში_ 3 წთ.
(მონაწილეობს მთელი კლასი)
1.
რომელია საქართველოში გავრცელებული რელიგიები?
2.
შეგიძლიათ ჩამოთვალოთ?
გაკვეთილის B ფაზა
_ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2 _ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტისა
და წყაროების გაცნობა _ 8 წთ.
აქტივობა 3 _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _
3 წთ.
·
პრეზენტაციის საშუალებით
მოსწავლეებს გავაცნობ საქართველოში გავრცელებულ სხვადასხა რელიგიებს.
გაკვეთილის C ფაზა
_ რეფლექსია
აქტივობა 4 _ სახელმძღვანელოში მოცემული შემაჯამებელი
დავალების შესრულება __ 7 წთ.
აქტივობა 5 _ მიღებული ცოდნის ერთმანეთში გაზიარება
_ 3 წთ.
აქტივობა 6 _ დროის სკალაზე მუშაობა _ 5 წთ.
·
ამის შემდეგ დაფაზე
ხაზავენ დროის სკალას და მასზე სხვადასხვა ფერის ზოლით აღნიშნავენ საქართველოში გავრცელებულ
რელიგიებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
აქტივობა 7 _ დისკუსია
_ 12 წთ.
·
მართავენ დისკუსიას თემაზე:
“რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში“, სადაც მიმოიხილავენ სხვადასხვა რელიგიის
ადამიანთა ურთიერთობას ქართველებთან და,რაც მთავარია, რელიგიური მრავალფეროვნების
დადებით და უარყოფით მხარეებზე ამახვილებენ ყურადღებას პრეზენტაციისთვის.
მოსწავლეთა შეფასება _ 2 წთ.
(იხილეთ შეფასების რუბრიკა).
|
შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
III დონე (8-10 ქულა)
|
II დონე (5-7ქულა)
|
I დონე (1-4 ქულა)
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს
და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და
უყურებს ორატორს
|
იშვიათად უსმენს
და უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ
მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
|
ძირითადად
მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირს გაგება
|
არავერბალური
კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად
აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით
|
ხშირად შეუძლია
დაამყაროს არავერბარული კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს
არავერბარულ კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს ინტერესს
დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა დააზრების გამოთქმით.
|
ძირითადად
გამოხატავს ინტერესს.კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის გარშემო
|
მცირე ინტერესი
აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს
თანაკლასელებთან აცლის სხვებს აზრის გამოთქნას და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს
დისკუსიის წესებს.
|
იშვიათად
თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების
არგუმენტირება
|
მოსაზრება
ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი
საკითხთან
|
მოსაზრების
გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება
მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით.
|
ელექტრონული პრეზენტაცია
რელიგიები from cirdavajumber
No comments:
Post a Comment